მივდივარ
აივნებს უტევენ ქარები, ფანჯრებს კი სიმშვიდე ატყვიათ, თავს ვიკლავ მე როგორც პოეტი, მეც ვუერთდები შავ წყვიადს. კვლავ ვცდილობ შევნიღბო გრძნობები, რადგან მივდივარ შენიდან… -მე პოეზიის რა გითხრა, წვლილს სიკვდილში თუ შევიტან. მტოვებენ ამ ღამით ფიქრებიც… (როგორც შენ მტოვებ ფიქრებთან). ცრემლებით ყელამდე ვივსები (წავიღებ სულ ცოტას იმ ქვეყნად). ვიგონებ ყველაფერს ერთბაშად, -ზეციდან დამყურებს ტაბიძე. და სწყევლის იმ დღეებს სიბრაზით, სიკვდილზე ფიქრი რომ დავიწყეთ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი