სიტყვა


მუსიკა ისმის, 
ყოველ დღე, კიბეებზე ჩასვლისას, ერთსა და იმავე მელოდიას უსმენს გონება.. 

და მე არასდროს მითქვამს სიტყვა, რომელიც გრძნობას დავარქვი შენთვის ..
მე არასროს მითქვამს, შენი შეხების სურვილი, 
უაზრო სიტყვების ძახილის ნატვრა,
,
ხელები, 
გრძელი თითები და შემოხედვა, 
ღრმა ამოსუნთქვა და ზეცაარეკლილი ლურჯი თვალები... 

და მაინც, მე არასდროს მითქვამს სტყვა, რომელიც გრძნობას დავარქვი..
მე ვერ გეტყოდი რომ მომენატრა, როგორ ფიქრდები - თანდაყოლილი, გულუბრყვილო, ბავშვური რწმენით, შემოხედვით, ნერვული ჩუმი ხმაურით... 
მე ვერ გეტყოდი ...
            და ვინ იცის, იქნებ ამიტომ ეძებ არარსებულს, როცა ფიქრდები.. 
,
   ყოველ დღე, ერთსა და იმავე მელოდიას უსმენს გონება.. 
შენ კი ჩუმად ხარ და მელოდები ..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი