აჩრდილი
გარეთ სიარული მერჩივნა ახლა,
როგორც არ უნდა ციოდეს, ანდაც თბილოდეს შიგნით..
გზად ჩამივლიდა გამვლელი ერთი - ღმერთის აჩრდილი - შვილმკვლელი მამა
(დაიარება ამ ქვეყანაზე იმ კაცის სახით, რომელმაც საკუთარი ცოლ-შვილი მოკლა)
და ამ სიცივეში, ქარებში, გარეთ მერჩივნა - სიარული სულის განსაწმენდად, აბობოქრებული გულის გასაგრილებლად და მწველი ცეცხლების ჩასაქრობად...
წვიმდა.
წვიმდა და ამდენ მეგობარში უმეგობროდ დარჩენილი შენზე ფიქრებმა გამიტაცა.
მესმოდა
აზრი-
,,თავს ვაიძულებ მე შენთან ყოფნას და შეყვარებაც მოვა , თავისით ..."
და მაშინაც ( დამალულია
იმ ბნელ ღამეში ( ეს
( ყველაფერი
ამდენ მეგობარში უმეგობროდ - შენ გამახსენდი
რომ არ გიცნობდი და ....
ვერც გაგიცნობდი.
ამ ქვეყანაზე ღმერთის აჩრდილი დაიარება იმ ქალის სახით, რომელმაც საკუთარი ცხოვრება მოკლა.
(წერტილი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი