შავი კატა
თვალებს იფშვნეტს შავი კატა სიზმარად თურმე თაგვი ნახა, მას ცოცხალი ეგონა და აივნის ბოძს მიენარცხა. ცრემლები სდის ღაპაღუპით, ისე მაგრად სტკივა თავი, მას ჰგონია ისევ სძინავს თვალწინ დარბის ისევ თაგვი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი