ერთი სულელური სიყვარულის ამბავი
შენ, დაბრუნდები ამ გაზაფხულზეც. შინ, უბატონო კატასავით სულ ზამთრის პირზე მიიჩქარი და ვინ გამიბედავს რომ შემეკითხოს რად დაბრუნდაო? ან სად წავიდა? არავის ქვეყნად არ ეკითხება ბედნიერება ჩვენი ან დარდი. არც ის ამბავი მე, ასეთ გიჟმაჟს, შარახვეტია რად შემიყვარდი. დამიბრუნდები, როდესაც მიწა გამოიღვიძებს ზამთრის ძილიდან ვერ დამივიწყებ, მომხედე, მიცან, შექმნილი შენი ნეკნების ძვლიდან.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი