უდაბნოს ვარდი (ვუძღვნი ნეფერტარს)


შენი წყალობით აღმოვაჩინე
უდაბნოს ვარდი,
ქვიშის დატალღულ
ბარხანებზე მიმოფანტული
უნიკალური, ხელთუქმნელი
მსხვრევადი და ნაზი ქმნილება
დაბადებიდან გაქვავებული,
მაინც თავისი სიმშვენიერით
ყველა ცოცხალზე
ცოცხალი ვარდი
ამოუხსნელი
ბრძენთათვის არსით,
ქვიშით ნაძერწი
უკვდავება
მიუწვდომელი
ნდომა მეფეთა.
ასე მგონია -
გენიალურად
ამბების მთხრობელს,
შენი შექმნილი ბედუინის
მოტანილი აღიარება,
მორთმეული
უდაბნოს ვარდი
უძვირფასესი სამკაული -
ხალასი ნიჭი,
განგების ნებით
დაბადებიდან
გულზე გეკეთა

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი