ერთი ფსიქიკური აშლილობის შესახებ*


თავად გვირჩევენ
ცხოვრების გზები, -
ვინ დატოვებდა
ამ არჩევანს ჩვენდა იმედად.
ვერ გადავრჩები?!
ნუ გადავრჩები!
თუ გზა შენამდე
განგებამ ჩემთვის არ გაიმეტა.
მინდა ვისუნთქო
შენი სიმართლით,
შენი სინათლით
გაჯერეებული სუფთა ჰაერი,-
გულისსწორიისთვის
თავად სიცოცხლის
გამეტების შლეგო სამყაროვ.
ალბათ, თვით ღმერთსაც შევედავები,
გონდაკარგვამდე
სიყვარულს თუ არ გადამყარა


* ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სიყვარული ფსიქიკურ აშლილობად აღიარა და დაავადებათა რეესტრში კოდით - F 63.9 შეიყვანა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი