ერთი ხელოვანის შესახებ


სხვანაირია
ის,
სხვაგან სახლობს,
სულ სხვა
ქარიშხლებს
მიაპობს მკერდით.
სულ სხვაგვარია
დღეს მისი ბედი
მისი გონების
განზომილება.
მასთან არიან
ან იქვე ახლოს,
ან სადმე გვერდით,
ის შემოქმედნიც,
ვინც,თავის საქმით
ამ სამყაროს
უკეთესისკენ
შეცვლა შეძლო,
რადგან ინება.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი