უკვე დაკარგულს


ისევ გამოჩნდი, გადაკარგულო, ისევ გამოჩნდი.
იმედი გაქვს, რომ ურთიერთობა კვლავ დაიწყება.
რით ვერ გაიგე, სრულყოფილი ამ სამყაროში,
არც ერთმანეთის ხსოვნაა და არც დავიწყება.
უკვე ყოფილი ჩემს მკლავებში როგორ აღმოჩნდი,
ან რატომ გიკვირს, სიყვარული რომ არ იწყება...
ვერ დავიბრუნებთ მას ღიმილით უღიმღამოთი,
გაგვიუცხოვდა ნეტარებით თავდავიწყება.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი