დალოცვა საშობაოდ


ქალაქმა რა ნაზად გაიბრწყინა,
ფანჯრებში
სანთლები ციმციმებენ,
გულებში სილაღე ჩაგვდგომია,
ცაში ვარსკვლავებიც იღიმება.
ყრმა დაბადებულა ბეთლემსო -
კაცობრიობის ხსნა, სიხარული,
თქვენს ტკბილ ოჯახებშიც ხმიანებდეს
მრავალჟამიერი მხიარული,
მრავალს დაესწარით, დაგვებედოს
იესო მაცხოვრის სიყვარული.

წყარო: urakparaki.com

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი