პირველ სიყვარულს
მოდი, დავშორდეთ,უისტერიკოდ, სულ უცრემლოდ და უგანმარტებოთ. არაფერი ვთქვათ, დამშვიდობება არც კი გავბედოთ. ლოტის ცოლივით, ვინც მოვაბრუნებთ თავს უცაბედად, მარილის სვეტად გადავიქცევით. გამოგვეცლება სიტკბო და ხიბლი ჩვენი პირველი შთაბეჭდილების. რანი ვიქნებით, თუ კი გავხდებით ოქროს ბეჭდებით დაბეჭდილები ყოველდღიური ერთფეროვნების რუტინა მუდამ გულწრფელი, სუფთა ცეცხლოვანი გრძნობის მტერია. უხმოდ დავშორდეთ, უსაყვედუროდ, დაუმდურებლად. ნუ გადავაქცევთ გამორჩეულად ლამაზ სიყვარულს საყოვალთაოდ დამკვიდრებულ უაზრობადჩვენივე მსგავსთა გამრავლების მოვალეობის აღსრულების ბრმა მისტერიად. არ დაველოდოთ კატასტროფის იმ სასტიკ წამებს, როცა მოკლავს გულს მოყირჭების მტანჯველი განცდა. შევთანხმდეთ ახლა, უარეს დრომდე არ გვინდა დაცდა: მაშინვე წავა ის, ვინც პირველი მიხვდება, რომ მეტისმეტად ბედნიერია.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი