* *პოეტის შესახებ *


თუ შენ ნამდვილი პოეტი ხარ,
გახელილი გაქვს ფართოდ თვალები,
არ გეშინია რეალობის, არ ემალები,
თუმც დაუნდობლად, ბასრი ბრჭყალებით
მგრძნობიარე სულს მწარედ გისერავს,
დანასერს სიტყვის საკერებლით გადაიკერებ,
სილამაზისთვის მეტაფორის მორთავ ბისერით,
ქარტეხილებში გაატარო გინდა სიბერეც,
არ გინატრია გადაიქცე მშვიდ ფილისტერად.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი