წერილი დიდიხნის გადახვეწილ მეგობარს


ასე ვარ:
სახლში,
რომელშიც ამჟამად ვცხოვრობ,
ძნელია სუნთქვა – ჭერი აქვს დაბალი.
კედელზე,
შენ რომ მაჩუქე ის არა,
სულსხვა -
საათის ისრები
მეხსიერების ძაფებისგან
მონატრების ქსელებს აბამენ.
ამ სახლის ხვედრია -
მტვრიან დღეებზე დარდი,
დანგრევის ლოდინი...
მაგრამ,
აქ ზოგჯერ,
პატარა გოგონა ფორტეპიანოზე
ბეთჰოვენის \"ელიზეს\" უკრავს
და მაშინ...
ანგელოზები მოდიან.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი