ჩემი უბნის ამბებიდან...


სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლული ვარ სამჯერა,
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა...

ტიციან ტაბიძე

ისეთი გოგო იყო - წვრილწელა,
გულს ამოიღებდი და
მისცემდი,
ჯავრით სულ ერთმანეთზე
იწევდნენ,
იმისდაწუნებული ბიჭები.
ისეთი გოგო იყო - ბრჭყვიალა,
ოქროსტახტად ხელისგულებს
უკრავდნენ.
გაისროდა ღიმილს როგორც
იარაღს,
ჩუბინივით უმართლებდა
უმალვე.
კეკლუცად რომ იღერებდა
ირმისყელს,
ისეთი გოგო იყო -კისკისა.
ვნებისხვატი გაფრენილი
იმისკენ,
მის ფეხებთან იმსხვრეოდა
მისვლისას.
ისეთი გოგო იყო - აშარი
ნახავდი და
სულში ჩასმა გინდოდა,
ათასიც რომ აგცდენოდა
სხვა შარი,
იმის მზერას ვერსად წაუხვიდოდი.
ისეთი გოგო იყო - ოხერი,
ამ ცხოვრებას ჩაუქროლა ქარდაქარ_
სიბერეს არ დაელოდა - მოხედა,
მაინც ვერ დამეწევიო - გასძახა,
ლაღად_თითქოს გზას იწყებდა
თავიდან...
ყველას გული დაგვწყვიტა და
წავიდა.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი