ველურთა ბელადის ლექსი
აქა ვარ. პეშვში მინის ბურთები მიყრია. მკაფიოდ, ვეღარც ვიხსენებ რა მოხდა. უგუნურს, გაძარცვულსა და სისხლიანს - ჭიშკარი, ცხვირწინ გამომიხურეს სამოთხის. რად ვენდე ათას გაიძვერა გარეწარს. მოკეთედ - მუხანათი ჩავთვალე კაცები. ვერც მივხვდი, ისე მომკვეთეს სამშობლო - სანუკვარი და... შუშის მძივებზე გაცვლილი. .................... მარტო ვარ. პეშვში მიწის ბურთები მიყრია...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი