ბედი
ბედი მკვლელია - როგორც უნდა ისე მიცქერის, მეც არ ვაპირებ ვუღიმო და მზერა ვუცვალო. დღეს გოროზია, ცუდადადიდებულმდინარისფერი, ბობოქარია, რუხი, მრუმე და უმოწყალო. მაინც წყალია, მოვარდება, მცემს და ჩაივლის წაშლის ნაპირებს, ჩამორეცხავს ფერად საღებავს, დემონებისგან მონუსხული ნატვრისთვალივით - სურვილებს არა, ასახდენად. შიშებს გახედნავს. უნდა გადავრჩე, შეშლილი და თავისუფალი, სულით ღატაკებს უფრო სწყალობ, ვიცი, უფალო. სხვები ნატიფად მეტაფორებს, რომ გარითმავენ მე, ჩემს ცხოვრებას ლექსს ვარქმევ და... ვყვები უბრალოდ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი