ლექსიკები(ერთი დღის 7 წამი)
*** წვიმა ყოველთვის მოდის სწორად - ტეხილი ქარის ბრალია *** გასრესილი სოკო შემოჰყვა, ფეხსაცმლის ლანჩას. შემოდგომაა. *** ბავშვი წაიქცა. წინწკლები შავად ახატია ჭიამაიას. *** თავსხმაწვიმაა. ტროპიკების სუნი ასდის - სახლისყვავილებს. *** ხეები ყველას ცისკენტოტებაპყრობილი ეგებებიან. *** ხმელი ფოთოლი მიწას შრიალით ააცალა ღამისნიავმა *** ჩემი მიჯნური ჯერ არ მისულა სახლში. ჯერაც ჩემია.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი