სიზმრის ლექსი


წუხელ,
შენი მტრები დამესიზმრნენ,
ისეთი
სუსტები და პატარები,
თითქოს,
ძველ ცხვირსახოცში გამოვკვანძე,
მთელდღეს
პალტოსგულისჯიბით ვატარებდი.
ბნელ ჯიბეში
გამომხრჩვალი შენი მტრები,
დამეფანტნენ
გახეული სარჩულიდან,
მისრულებდა ბედი რასაც ვინატრებდი
მტრებისაგან
თავისუფალ სამშობლოში,
ლაღ ცხოვრებას
ხელს არავინ არ უშლიდა.
სიხარულით
მეცხრე ცაზე დავფრინავდი,
ვერ ვხვდებოდი,
რომ ბალიშზე თავი მიდევს.
მთელი ღამე
ამ ყოფაში ვიყავი და
დილით...
შენი მტრის ჯიბეში გავიღვიძე

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი