ლომებიანი სიზმრები
ჩემი ცხოვრება, არაფრით იყო გამორჩეული,… თუმცა სიზმრებში, სულ ვხედავდი ვეფხვებს... ხორხე ლუის ბორხესი. ,,ლურჯი ვეფხვები,, როგორ მინდოდა და ვერ გნახე, რამდენი ხანია მოვედი. ისევ მესიზმრება ხანდახან, ჩვენი... ქვიშისფერი ლომები. მათი დასავარცხნი ფაფარი, ზანტი დაბიჯება ტორების. მხურვალე მკლავების ზღაპარი, ნატიფი ვნებების ზმორება. ბრმა თავისუფლების სიმწარე, ამურის უხეში შეხება. შ ე მ ხ ე დ ე! რამდენი ზიზღი მაქვს, სახეზე მოსხმული შხეფებად. შ ე მ ხ ე დ ე! როგორი სუსტი ვარ, სული გამაცალეს ომებმა, ვეღარც ვერაფერი შემმატეს, დარდით დავრდომილმა ლომებმა. როგორ ვიბრძოლე და წავაგე, ვერც შენი წასვლით ვერ მიშველე. ასე შეველეწე სამყაროს, უდღეურ ჩვილივით შიშველი… თუ, სწორად დავსახე მიზნები ძილის წინ რად, მენატრებიან, სახეალეწილი სიზმრები, რომლებიც, ლომებთან წვებიან.…
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი