გოდოს მოსვლამდე
ქარია. ისევ აქ არიან ვისაც ბავშვობიდან ვუფრთხოდი: ქონივით პრიალა კაცები, ქალები _ჰაერზე მსუბუქი, მუხლებზე შემხმარი ფუფხებით. ჟამია პირფერი სიტყვების. სიცრუით სავსე აქვს პეშვები სამყაროს _ ცბიერი ზრახვებით მოკირწყლულ ქვესკნელში ეშვება. ომია. სისხლიან მეჯლისზე მამაზეციერიც ერთობა. სარდლებს აბნევიათ მუნდირზე ჭრელი ორდენების მაგივრად ქინძისთავგაყრილი პეპლები ღამეა. აგორაფობია ტანზე გაუხდელად მაცვია (შემცივდა. მომბეზრდა თამაში) ხელში დანასავით მიჭირავს მარტივი ჰალუცინაცია: თავგზააბნეული ბიჭივით მარტო ვარ, ამ ჭვავის ყანაში ზარია...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი