0 35

ანესთეზია "დოლოროზა"


თუ ქაღალდი ხაზიანია,
შეაბრუნე და
გარდიგარდმო დაწერე.
ხუან რამონ ხიმენესი.


ხელისგულიდან კანიანად
გადავიფხიკე:
სიცოცხლის ხაზი,
გულის ხაზი,
ბედის ხაზი,
თავის ხაზი,
შვილის ხაზი,
მთვარის ხაზი,
მერკურის ღრმული,
ვენერას ბორცვი,
მარსის მინდორი,
მზის ნიშანი,
ოჯახის ჯვარი,
იღბლის კვადრატი,
წარმატების სამკუთხედები,
სიგიჟის ჯაჭვს მივაყოლე
გენიალობის მუქი ვარსკვლავი.
ვდგავარ.
პეშვში სისხლის გუბეს დავჩერებივარ.
ვარ ასეთი.
თავისუფალი და უხაზებო

წყარო: urakparaki.com

კომენტარები (0)