ზოოფილური ზმანება
კბილები - თეთრი ძაღლები მიღრენენ... არაფერია! &bsp; გალაკტიონი ისეთი ქალი მომეფეთა მზაკვარ სიზმრებად, სამეგობროში მილიონჯერ განაჭორია. ცოცხალი ხელის მტევნები ყავს_ თეთრი ჩიტები, ლაპარაკისას მხრების გასწვრივ დაფარფატებენ, იმეორებენ მისი სიტყვის ტრაექტორიას. ფეხებიც ურცხვი ჟირაფები ვნებანახლები, მოგეხვევიან არასოდეს დაგაძინებენ თავხედი შავი თვალები ყავს ქუჩის ძაღლები ხან გიღრენენ და ხანაც საწყლად შეგციცინებენ... ჩამოსხდებიან მის ლოგინზე ვირთხა კაცები. დაახარჯავენ ქარის მოტანილ ფულს და სიკეთეს ის კი ხმამაღლა იცინის და ისიც მინახავს... სავსემთვარეზე ღია ფანჯრის რაფაზე დგება. უფრთხიალებენ სიხარულით ხელი - ჩიტები და ზოგჯარ ცისკენ ასაფრენად ფრთებსაც იკეთებს...
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი