თეთრი მხედარი


როგორც მიამბობდნენ
ოდესღაც წიგნები,
მზად როცა ვიქნები, მინდა,
ჩემთან მოვიდეს თეთრი რაინდი
ზღაპრიდან - ’’ალისა სარკეებს მიღმა”.
იქ, სარკის მიღმეთშიც,
ბევრი ახლობელი მელის.
(ვიცი, რომ სიკვდილი არ არის
უშნო დედაბერი ცელით.)
ამიტომ არ ვშფოთავ,
წასვლას რომ ვიაზრებ საკუთარს -
ოდესმე მეწვევა ბრწყინვალე მხედარი,
ცხენზე შემომისვამს მზრუნველი ხელით,
ყურში ჩავჩურჩულებ: “ძვირფასო, მოხვედი?
რამდენი ხანია გელი“.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი