აღსარება


ღმერთო,
გთხოვ, ისეთი დამიფარო,
როგორმაც შენამდე მოვაღწიე.
ნუგეში მომმადლე, გავიხარო,
უგუნურს ცოდვები მაპატიე,
ამაოებით რომ დავიბანგე,
და ვერ დავიცავი ათი მცნება -
მოყვასის სიყვარულს დავეხარბე,
მტრის კი ვერ შევძელი შეყვარება.
ვერც ის შეგონება შევისმინე,
რომ სულით გლახაკი ნეტარია,
მხოლოდ წარმატება მოვინდომე,
ცხოვრების ავყევი რია-რიას.
შენსკენ სავალი გზა დამებურა,
თავიც კი დავკარგე უნებურად,
იმაზე აღარც კი მიფიქრია
ეგ ეკლის გვირგვინი რად გახურავს.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი