ფერადი ლექსი
სახელს მარტივად არქმევენ ფერებს: იისფერია ფურცლები იის, ვარდისფერს ჰქვია სახელი ვარდის. მშვენიერია ამბორი დილის, თუ ღამეს შენი სურნელი ასდის. ცას ფერი არ აქვს - ცისფერი მხოლოდ სიღრმის ფერია. შენი ფერია გრილი ნიავი, უდაბნოს სიცხე, უნაპირო ზღვის მღელვარე სივრცე. გაღიმებული გიმზერ და გისმენ - როგორც მჩვევია თავდავიწყებით მიყვარხარ ისევ, ბედნიერი ვარ.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი