პასტორალური
დილაა ჭყინტი... თვალდახრილი უბრად დგახარ, ლოყას მარიდებ. მიწას აწვალებ ფეხსაცმლის ჭვინტით. სულცოტახანში, განთიადი შემოგვახიდებს მამლის ყივილს, ძროხების ბღავილს, გოჭების ჭყვიტინს... პასტორალურ სიმშვენიერეს ჩაიხვევს ხსოვნა მთელიდღე მერე, გაუღიმებ ჩემს ყველა თხოვნას. ქვაბებს დახეხ, ჭადებს დააცხობ, ჭუკებს გადენი... ხმას აუწყობ ბავშვების ტიტანს. ხოლო ღამეში... იმ ზვრების იქით შენს ცხელ სუნთქვას, მოგუდულ სიცილს მიმოთელილ ბალახს მივაფენ. არავინ იცის, როგორ მიმაფრენს, აგერ უკვე ოცი წელია, მზისგან გამლხვალი, თვალუწვდენი მწვერვალებისკენ, მაგ ჩუმი ოხვრით მოტანილი ცხოვრების გემო, ამ ხშირ სუნთქვაზე აწყობილი სიცოცხლის რიტმი...… აგვისტო 2007
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი