უკვდავების ჩაი ( ადვილი ლექსი, ძნელ სათქმელზე)


შენ გიყვარს ჩაი,
მე - შენთან ერთად ჩაის სმა.
შენ იზრდები და
მეც, რათქმაუნდა,
ვბერდები.
თბილი თვალებით,
რომ შემომხედავ, კაიყმა,
გახალისებულს,
სული სინათლით მევსება.
ვატყობ, სულმალე,
ლამაზი ქალი ადვილად,
შენს ყურადღებას
სულერთიანად წამართმევს.
რაკი შენ გიყვარს,
მომეწონება, ნამდვილად,
როცა გამაცნობ,
მერე გადავწყვეტ დანარჩენს.
მაგრამ თუ გინდა,.
სიცოცხლითსავსე
რომ გყავდე,
ვიღიმებოდე,
საქმიანი და მხნე ვიყო,
მხოლოდ ხანდახან,
ჩაი რომ ერთად დავლიოთ,
როცა გეცლება,
შემომიარე, დედიკო!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი