სასოწარკვეთილი დიასახლისის წერილი 1 (გაუგზავნელი)


შენ,_
სულ დიადი გაქვს
მიზნები,
ცხოვრებას ერევი
უბადლოდ.
მე,_
თუკი არ გამოვიცვლები,
უხეირო ვარ და...
უმადლო.
შენ, _
არც არაფერი გეშლება,
სუფრაზეც მუდამ ხარ თამადა...
და
ცოლიც ჯანმრთელი შეგფერის,
მე,_
ლიტერატურით ავად ვარ...
შენ,_
გრძელი ფეხების
ფანი ხარ,
ეკრანზეც
გეტრფიან ქალები,
ვაჟკაცურს, მდიდარს და ნახიშტარს,
ჭკვიანს და
საომრად ალესილს...
მე,_
ჩემი უძირო თვალებით,
მითხარი,
რას გარგებ,
რას მოგცემ,
შენ,
ჩემი ფიქრები გაცინებს..
მე,_
ლიტერატურა მაოცებს...
რატომ ამირჩიე
არ ვიცი,
ჩემთვის გაიმეტე
ცის კიდე....
მე ლიტერატურა მტკივა და
შენ...
ბიბლიოთეკა
მიყიდე.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი