ჩვენებური ლექსი
ასე შემემთხვა, უდიერი სიტყვით დაჭრილი, ისე გავხევდი, წლები, ვით ჭადრის მოცვლილი ქერქი, შემომაცვივდა. ფასკუნჯს საკუთარ ხორცს შევაჭმევდი უმოძრაობის უფსკრულიდან თავის დახსნისთვის. გაზაფხულდება - გადარჩენილი ხე ფოთლებს ისევ ააშრალებს, დაუბრუნდება ძველი იერი. მეც, განსაცდელმა რადგან არ მომკლა, გამაძლიერებს
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი