მშობელი


სასოწარკვეთისაგან შვილი რომ დაიფაროს
მტკიცედ შეუძახა დაბნეულს უცაბედად:
თუ კი გული გერჩის, - გრძნობებს არ დაემალო,
როცა ძალა შეგწევს - შიში არ დაიბრალო,
ვიდრე ცოცხალი ხარ, სიკვდილი არ გაბედო!
შვილმა ქარტეხილი თამამად გაიარა,
სული ვერ დაუმძიმა ვერც ჟამმა კუნაპეტმა.
ახსოვს რომ განსაცდელს არ უნდა დაემალოს -
ვიდრე ცოცხალია, სიკვდილი არ გაბედოს!

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი