ორი ვერცხლი


ბრძენს უთქვამს -
თუ გაქვსო
ორი ვერცხლის ფული,
ერთით იყიდე პური, მეორით -ზამბახი.

სულ ორი მონეტაც რომ დამრჩეს,
სული
გადამირჩინე ასე -
ერთით მაყიდინე პური და ზამბახი...
მეორე - გავცე.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი