დილის ლექსი
სისხამმა, ბასრად გასერა ცა და მთვარე ღრუბლებში ჩაქრა უსისხლოდ. რა მოხდებოდა, მხოლოდ გვეცადა, ამ ღამის ხიბლი არ გასულიყო. იქნებ, ვარსკვლავი მოწყვეტილიყო, ხვალის მეგზურად ჩაგიფიქრებდი. ან და... ეს დილა არ ყოფილიყო, ასე ცხადი და სინათლისფერი. ნეტავ, თვალები არ ჩაგქრობოდა, სხვისი ალერსის გახსენებისას. ალმურის ლაქად არ დამტყობოდა, შენი შეხება, არც რომ მეღირსა. ნ ე ტ ა ვ ი გული გამჩერებოდა, გაყინულიყო ოღონდ, ის წამი, ვნატრობ: ეს იყოს წუთისოფელი, დაბადებიდან - მწუხრის მიწამდე. სამართებლივით ბასრ განთიადებს, ნირწამხდარი რომ არ გავეგებო, იქნებ, აქ გაწყდეს ჩემი სიცოცხლე, შ ე ყ ვ ა რ ე ბ უ ლ ი მოვკვდე, ეგება.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი