სამეგობროს


ერთმანეთს სულ
სიახლეებს ვუზიარებთ,
სად გვცალია
ძველს მივეცეთ მოგონებებს.
ეგ დროც მოვა
გასულ წლებს რომ გავიხსენებთ,
ორმოცდაათს მიღწეული გოგოები.
სიყმაწვილე უკვე უკან მოვიტოვეთ,
არ ვიმჩნევთ და
თავს ვეძახით ახალგაზრდას.
ასაკოვან დედიკოებს ვეფერებით,
სადარდებელს
ამ სიტყვებით გავუფანტავთ:
შვილიშვილი მოგესწო და გაგეზარდა,
გაგიმრავლდეს შვილთაშვილი
გოგონები და ბიჭები.
მათ კი უკვე მოზრდილებმა
სკოლისაკენ უდარდელად
რომ გადადგან ნაბიჯები,
მთელი ჩვენი სამეგობროს
სკოლის ამბებს მოვუყვებით სახალისოდ.
ჯერ „ჩვენებებს“ შევათანხმებთ,
გავიხსენებთ დავიწყებულ
ისტორიებს სასაცილოს
ორმოცდაათს მიღწეული გოგოები და ბიჭები,
თან ბავშვობის სიბეჯითის ან სიცელქის
არაკების თხზვაშიც ერთად გავიჭრებით.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი