თოვლივით თეთრი (ოდა სინათლეს)
"რა თქმა უნდა მე ვიყავი თეთრი, როს თოფების ატყდა ჭახა-ჭუხი" გალაკტიონი შენს თეთრ სიმშვიდეს ბევრი ინატრებს. უნაკლობით ხარ სხვებზე ნაკლები, სისუსტის გამო - ძლიერი სხვებზე. საზღვარი შენთვის შემონავლები კუნაპეტ უკუნს გულისხმობს შემდეგ. „წყლის ნაყვა“ქვია ბრძოლების შედეგს არცა რა არის შედეგი სრბოლის პირველობისკენ გადასასწრებად. შენ ეს რომ იცი, ამიტომ სწორედ ცივი სითეთრე არ გხიბლავს თოვლის, სინათლისფერი სითბოს ფერით ხარ - სითეთრეში თოვლზე ნაკლები.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი