რომანტიკულ მეგობარს


გაიზარდე -
ბროლის კოშკებს აღარ აგებ.
მარმარილოს სასახლეებს
გობელენის ფარდებიანს,
თაღებიანს, სხივიანს.
როცა ცეკვავ, ჭაღებიდან
უკვე თეთრი ვარდებიც
არ ვარდებიან, (ცვივიან).
სასწაულებს აღარ ელი
მეჯლისებზე
მისვლა არ გაქვს
სანატრელი, ბევრი იცი.
ჩაიარა იმ დროებამ,
რომ გეგონა
ბროლის ქოშით გიპოვნიდა
შენი პრინცი.
გაგიარა აღტაცებით
გატაცებამ.
მშვიდი გახდი.
აღარ გერჩის უკვე მტერიც.
დაჭკვიანდი,
თავს არ კარგავ საიმისაოდ,
ერთმა სიტყვამ რომ გაგხადოს
მწუხარე ან ბედნიერი.
ახლა მხოლოდ იმიტომ ხარ დარდიანი,
დღეს თუ რამე მოგეწონა,
კარგია ან აზრიანი,
ლამაზია,
თუმცა არა
ძველებურად მშვენიერი.

წყარო: urakparaki.com

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი