წვეთში დასანახი
ცის გზას დავეძებ: ბალახში დილას ვპოულობ ძლივს, სხივი რომ აუციმციმებს ანკარა ნამის მძივს. შემეფეთება ფურცლები ღამის ცასავით მუქი, ხასხასა ოქროს გულიდან მზის მომანათებს შუქი. თითქოს ჭოგრიტად ქცეულმა, ზეცისკენ გაჭრა სარკმელი - აღმოაჩინო რთულია, იოლი არის სათქმელად. სრულყოფილ სიმშვენიერის არომატს გვჩუქნის ია ჩვენსავით ისიც სამყაროს ასლი და ნაწილია.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი