სიბრძნის შესახებ
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია რა მიხა ხელაშვილი მე, ამ ლამაზი ნათქვამის უფრო დასაზუსტებლად ასე, ვიტყოდი: იმქვეყნად, ალბათ, ყველას ის მიაქვს, რასაც აქ ტოვებს: თან საკუთარი ცხოვრების წიგნი მიაქვთ ავტორებს - სახელი, საქმე, ან თუნდაც სიტყვა - პირველმა რაც თქვი და გამგონეს დღემდე რომ ახსოვს. თუ საკუთარი გზა გაგიკვალავს და სხვის ნარბენზე არ გირბენია „შავი მერანის, „გზა ეული, შენგან შთენილი“ აქაც სულ რჩება, იქაც შენია. გამიგონია, „მგლის ლუკმაა მორბენალი დედის წინ კვიცი,“ თავად ამ სიბრძნით არ მიცხოვრია, რადგანაც ვიცი, რომ თან წასაღებს, საკუთარ გზაზე აგროვებს ყველა, ციცინათელაც, ჭრელი პეპელაც რომ „გაფრინდება და მოფრინდება“ დამარცხების არ შეეშინდება. როგორ დაიცავს თავის კვიცს დედა,? როცა, მომავალს ვერცერთი ხედავს- ამ წამის მერე რა მოხდება, რომელმა იცის? კვიცმა თუ დედამ? დედაც ხომ იყო ოდესღაც კვიცი? (ლაღად ნავარდის ჰქონდა ოცნება.) თუმც ნავარდისას შვილის ყოველი წაფორხილება გულს უკლავს დედას, დედაც ისაა, ვინც საკუთარი გამოცდილების თავად მიღების აძლევს უფლებას, ან უფრო ზუსტად თავისუფლებას, შვილს, იმ ასაკში როცა კვიცი გაუსწრებს ფაშატს და საკუთარი ცხოვრების გზას თავად მონახავს. ესეც მსმენია,“ურემი როცა გადაბრუნდება, გზაც გამოჩნდება“. მაშინ ირკვევა, ვინ უკეთ ფიქრობს: დედა თუ კვიცი. რა სჯობს კვიცისთვის - სიმამაცე თუ მორჩილება? უფალმა გვითხრა: მე გამომყევით, დატოვეთ ყველა. უფლის ნებაა, თუ გადაუსწრეს მშობლებს შვილებმა. თუ კი შვილებმა სულ ის აკეთეს, მშობლებმა რაც თქვეს, მუდამ აჯობებს ახალ იდეას გამოცდილება. არ დაადგება მაშინ საშველი მშობლებისა და შვილების საქმეს - მოჯადოებულ წრეზე სიარულს დაემსგავსება ყველა პროცესი, აღარ იქნება განახლება და არც პროგრესი. ამგვარ ჭიდილში რეცეპტივით ზუსტი პასუხი არავის მოსდი,ს არავინ იცის, უფრო კარგი გზა ვისია, როდის, მე ასე მჯერა - დრო იმათია, ვინც ახლა მოდის ერთი ცხადია, ახალი ამბობს ყოველთვის ახალს, შეცდომის შიშით ვინც გაშეშდება, გზას ვერ მონახავს.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი