დაგვიანებული საყვედური
ალბათ იმ ღამეს, შენი სურვილის ასრულების მეტეორი ჩამოწყდა ცას და ჩამოვარდა ცოდვილ მიწაზე... გადაგვიქროლა, ზუსტად იმ წამს, როდესაც ზღვაზე, სანაპიროს გრლ ქვიშაზე წამოწოლილი მე და შენ ერთად, ცის კაბადონზე ვარსკვლავებს ვთვლიდით... მახსოვს, მაკოცე გაღიმებულმა ხელზე სევდიანს და ერთგულების დამიდე ფიცი. შეყვარებულებს, არც გვიფიქრია, ამ საუბრისას როგორ ვცდებოდით - მთელი სიცოცხლე ერთგულებას, თურმე, ის სჯობდა, დიდხანს სიცოცხლეს შემპირებოდი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი