ჩვენ...
ნუ ვიკამათებთ, იყოს შამათი, დროებითია გარემოება, რომელიც მოყვა რაღაც შენიშვნას უსიამოვნოს. მგონი არც გითქვამს, რომ ცხოვრებაა ამაოება, მზეც მოსაწყენად, ერთფეროვნად, ყველგან ამოდის. მაშ რად გიმტკიცებ, რომ მზის ამოსვლა აღმოჩენაა, საიდუმლოთა გამხელაა მთვარის ციაგი. ნუ ვიკამათებთ, წლებს ვფლანგავთ, თითქოს, იყოს წამები. კინკლაობაში კარგად არც გვახსოვს, ეს კამათი რაღას მივაბით.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი