უფლის საჩუქარი,
გმადლობ,შენ, ღმერთო, ყველაფრისათვის იმ სიმდიდრისთვის რაც ამ ცხოვრებაში მარგუნე ნეტარებად - ოჯახი, სამეგობრო, მეუღლე ღირსეული, რომელიც მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. შვილებიც გვაჩუქე, იზრდებიან, გვახარებენ, ერთმანეთს ვენდობით, ვუჯერებთ. ვუსმენთ, უმცროსი თაობაც,უფროსიც ვმეგობრობთ დიდებიც,პატარებიც. გმადლობ,იმისთვისაც, რომ გადამარჩინე მეც ისევ აქ ვარ და რომ გავაშენეთ სახლთან პატარა ბაღი და ბაღჩა. შენი წყალობაა, ის რომ დავიბადე აქ, მე და მთელი ცხოვრება დიდი სიხარულით ჩემი საყვარელი ვაკეთე საქმე მერე სიხარულიც, გულისტკივილიცა და ბედნიერების განცდაც - ლექსად გამოვძერწე დავბეჭდე,გამოვეცი ამით თუ პოეტის სახელიც დამრჩა, მართლაც, რომ... რა მშვენიერია, რაც მომეცი.
წყარო: urakparaki.com
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი