თეთრო ღამენო


თეთრო ღამენო დანაღამებო, სიტკბო ფარულო,
ისევ გელოდი, ჭაბუკის გულში მარად ქარგულო,
სულის წამალო, ხილვავ ნანატრო, შორსა წასულო,
თეთრო ღამეო, შენს გარეშე გულო, არად ფასულო.
ისევ მესტუმრე, ძველო ძმობილო, გადაკარგულო,
მინდა გიამბო სევდა უმსგავსო, ჭირთა ნახულო,
მინდა მოგიყვე ჩემო არიფო, ჩემო დარდსულო,
მე მაინცა უნდა გაგანდო, შენ ჩემო ერთგულო.

მეგობარო, შორს გავყევი სიყვარულსა უცხო მხარეს,
მან კი მითხრა: "ჩემი გული არა გიხმობს შენ ამ არეს."
გულში ისარივით მომხვდა მისი სიტყვა განაგონი,
მაწყინა და ამატირა, უფრო მეტიც, მომკლა მგონი.

მე რა მექნა არ ვიცოდი, დავრჩით ობლად მე და მთვარე,
ვუთხარ: "დღესა ჩემს მაგივრად სხვისი სული გაახარე."
ვერ შევძელი კაცად ყოფნა, მე მის გულში დავიკარგე.
მეგობარო ჩემო, დღეს ჩემს ნაცვლად შენ სხვას არგე.

მეგობარო ჩემო, არ ვიყავით ერთმანეთის გულის სწორი,
ვიცოდი და გიმალავდი, არ მინდოდა მართალ-სწორი.
შენ ჩემო ერთადერთო, ერთი მითხარ, გაქ თუ არა განაგონი:
რომ დედოფალს შეუყვარდეს ვიღაც ერთი გაუგონი.

დავრჩით მარტო მე და მთვარე და დამიშრა მუზის წყარო,
წავიდა და დამიბარა: "არ გეწყინოს სხვისი ვარო".
დავრჩით მე და ზღვა ვარსკვლავნი თვალ უთვლელით,
დამტოვეს და მათ მე მითხეს: "არ მემდურო სხვას მოველით.

თეთრო ღამენო, ერთი მითხარ განგებისგან სხვას რას ელი,
გთხოვ მირჩიო, სად წავიდე სიმწრის ცრემლით დანასველი.
იცი სად მირბიხარ და სად მიჰქრიხარ ბედო ბედკრულო?
წუთისოფელო ჩემ წინააღმდეგ სიავესთან ჩუმად შეკრულო.

ასეთია ჩემო ძველო მეგობარო ბედ-იღბალის დანაბედი,
მაგრამ იცი თეთრო ღამევ ასეთია ჩემი ხვედრი, განა ბედი.
დავრჩი მარტო ეული, უთვისტომო და ცრემლმორეული
ყველასგან მიტოვებული მოკვდები, ვგონებ სულშერყეული.

ისევ გელოდით თეთრო ღამენო, სიტკბოვ ფარულო,
ისევ გელოდით ჭაბუკის გულში მარად ქარგულო,
ისევ გელოდით მხსნელო ჩემო, ჭირთა ნახულო,
ისევ გელოდით ჩემო არიფო, ჩემო ერგულო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი