ისევ წერით
ისევ წერით გავათენებ მე ამ სიმწრის ღამეს, ისევ ვიტყვი უთქმელსა და გავანდობ მთვარეს. ისევ მზეს თუ შევადარებ მე შენ ტურფა სახეს რადგან შენი სილამაზე ამ ქვეყანას არღვევს. ისევ წერით თუ გავანდობ მე ჩემს გულის თქმულსა, ისევ წერით თუ ვუშველი მე ჩემს ტანჯულ სულსა, ისევ წერით დავამშვიდებ მე ჩემს ჩაგრულ გულსა, ისევ წერა გადამარჩენს ამ გრძნობების წყლულსა. ისევ დავწერ მე ჩემს ფიქქრებს და ვუშველი თავსა, ისევ მატკენს მე ეს გრძნობა ვერ ვუდგები მას-ა, ისევ მტანჯავს, ისევ მაწყენს, გულს სულ მიჩაგრავსა, უშენობით ეს ცხოვრება, ჯოჯოხეთსა ჰგავსა. როცა მთვარე გამოაღებს მეთექვსმეტე კარსა, როცა დრონი მეფობენ და განაგებენ ჟამსა, როცა წყალნი და ზღვანი გაიკვლევენ გზასა, მე იქ ვდგავარ და მხოლოდ შენი მწამსა. როცა გრძნობა დაარღვევს სიჩუმის ზღვარსა, როცა ღამე დამაფარებს სიმპათიის ფარსა, როცა გზები გადამიყვანს უცხო ქვეყანასა, მე იქ მოვალ რადგან მხოლოდ შენი მწამსა. როცა მზე გაათბობს და ააყვავებს ამ ცივ ქვეყანასა, როცა მინდვრები და ყვავილები ამოყოფენ თავსა, როცა ხეები და ფრინველები კვლავ ნახავენ ცასა, მე იქ გნახავ და ვიპოვნი ჩემი გულის ხსნასა. თუ ოდესმე, გავიღვიძებ უკუნეთის ბნელში, თუ ოდესმე, აღმოვჩნდები უიმედო დღეში, თუ ოდესმე, გაჩერდება იმედები ჩემში, წამოვდგები და მოგძებნით სინათლით ხელში. თუ ოდესმე მიპოვნიან ღამის ბნელში მკვდარსა, თუ ოდესმე ჩამითრევენ ბნელის ქვეყანასა, თუ ოდესმე გაიგებენ ჩემი გულის არსსა, მკვდრეთით მოვალ და გეხვევი გარსსა. თუ ოდესმე იპოვნიან ჩემ სულს გადამკვდარსა, თუ ოდესმე გამანდობენ მათი გულის აზრსა, თუ ოდესმე მიხილავენ ჯოჯოხეთის გზასსა, ნუ მიშლიან რადგან ამის ნათლად მწამსსა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი