სულო გულისა


სულო გულისა, გულო სულისა 
იომე ველსა საბრძოლველისა. 

მზეო... მთვარეო... სხივო ნათელო 
დამნათე გზა იმედისა,
ცაო... ზღვაო... ჰანგო სიტკბისა
გამაგონე ხმა სიცოცხლისა,
დღეო... ღამეო... ჟამო მუზისა
მომაწოდე ფიქრნი გულისა,
წუთო სოფელო... გზაო მწუხრისა
იგრძენ ცრემლები მწუხარებისა?


გრძნობითა შეშინებული, ღიმილს ამოფარებული,
გზააბნეული სულითა ბნელში სიმწრითა გასული, 
ვინ ხედავს თუ რას მალავს ჩემი გული სევდით დაფლული,
ან საერთოდ, ახსოვს ვინმეს ეგ ტანჯულ გადაკარგული?

ტკბილო, მწარეო, ხანაც ძლიერო ხანაც უძლურო,
მის გარეშე ადამიანო სიცოცხლე არაფრად ღირსო
დავადებული ამ გრძნობით კაცი სად არ დადისო...
მე ამ სილამაზით ვარ მოწამლული სამარადისოდ,
მე ამ მშვენებას ხელს არ გავუშვებ სამარამდისო,
იქამდის სანამ დაჭრილი გულიდან სისხლი არ მდისო.
ამ ღამეს სიყვარულს გავყევი შორს, სხვაგან სამარადისოდ.

კაცმა უღირსმა ვიხილე სიტკბოებანი შენში,
ვიცოცხლე შენით, დავთვერი შენით, მოვკვდები შენით,
ვიგრძენი შენით სიცოცხლის არსი, ვიგრძენი შენით კაცობა.
უსიყვარულოდ არსებოს კაცი? - უსიყვარულო არაკაცია,
ბოროტებასაც უყვარს ბოროტებანი - მაგრამ ის მაინც კაცია,
უსიყვარულოდ არსებოს კაცი? - უსიყვარულო არაკაცია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი