უმოქმედო ბრბო


ჟამთა ცვლას, დროთა მეფობას
განუდევნია ბოროტთა სული
მაგრამ განდევნებულთა შორის 
აღმოჩენილა ბეჩავი გული.

წარუწყმენდია კეთილთა სახე
და საქმე მათი დიდი ღვაწლისა,
ნუთუ არასვის აღარა ახსოვს,
მათი ცხოვრება ათასი წლისა.

მივიწყებულან ადამიანთგან,
გამორჩეული გონით და სულით,
შემოგვხედავენ ზევიდან მაღლა 
გვაკვირდებიან ნატკენი გულით. 

შესტირიან ჩვენს უმოქმედობას,
შიშის ბორკილებს, სულის სიმცირეს,
რადგან ამ ქვეყნად კაცი აღარ ჩანს
ვინც ამ ტყვეობას გადაგვაცილებს.

ბრბო უმოქმედო კვლავ იმას ელის,
რომ დროის დინება იხსნის და არჩენს
ვერ მიმხვდარან, რომ მხოლოდ ქმედება
და საკუთარი ნება განკურნავს მათ სენს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი