ბრმა მხედარი


ბრმა მხედარი ლურჯ ველებზე მივექანები,
თუ შემეშინდა — ჩემსავე ჩრდილს ავეფარები,
ჩრდილს მივყვები უსასრულოდ, ვით ქარს აფრები,
ოკეანეს გადავჭრი და ცას შევეფარები.

გზას გამინათებს ყავისფერი, რუხი თვალები
ნისლიან ღამეს შენ გაგიხსენებ და მომაგონდები,
ნათელ ხამეში თვალს მომტაცებს ცივი სხივები
და ქვესკნელის ბოლომდე შენთან ვიქნები. 

ნისლის ტაძარში უხმოდ რეკენ შავი ზარები,
მთვარის სარკეში ირხევიან ცივი ქარები,
შენი თვალები — ბნელ სივრცეში ჩამქრალი მთვარე,
და ჩემი სული მის სინათლეს მიჰყვება მწარედ.

მკვდარი ვარსკვლავი წყალს უამბობს ძველ მოგონებებს,
ღამის მდინარე იმეორებს შენს დაპირებებს,
ქვესკნელის ბაღში ამოსულა თეთრი ყვავილი,
და მის ფურცლებში ჩაძინებულა მკვდარი აპრილი.

მრისხანე წვიმა გულში მარხავს ცივ ტყვიებს,
შავ ცაზე ყვავნი დასტრიალებენ ჩამქრალ იებს,
დავბრუნდები, როცა გათენდება მკვდარი სიზმარი,
და ვიხილავ, ვის დაეძებდა ღამით ეს ქარი.

ბრმა მხედარი ლურჯ ველებზე მივექანები,
თუ შემეშინდა — ჩემსავე ჩრდილს ავეფარები,
ჩრდილს მივყვები უსასრულოდ, ვით ქარს აფრები,
ოკეანეს გადავჭრი და ცას შევეფარები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი