ნისლიანი სიზმარი


შავი ღამე რომ ხელებს გაითბობს,
და მკვდარ სიყვარულს რომ გაიხსენებს,
გულში დაკარგულს ხომ ვერ იპოვნის 
მოკვდება იმ წამს და მარად განისვენებს.

დაკეტავს თვალებს, ძილს მიეცემა,
ის ხომ იქ ნახავს საამო ვარდებს.
აღარც კი ახსოვს: ვარდი მკვდარია,
ხვდება, რომ ეს წყეული მისი ბრალია.

მკვდარ ყვავილს ხომ ახალი ცვლის,
მაგრამ ეს ვარდი სულ სხვა ვარდია!
მხოლოდ მისია, სხვას არ ეკუთვნის,
მისი სევდა და ჩუმი დარდია.

ბნელ ღამეს სძინავს უკვე დიდხანს და
გამოღვიძებას სულაც არ ჩქარობს,
რადგან ეს ზეცა მხოლოდ მას ელის,
ვინც თვითონ მოკლა და ახლა ნატრობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი