რანი ვიყავით? რანი ვართ? რანი ვიქნებით?


რანი ვიყავით?

ჯვრისა დამცველნი
ცუდისა მგმობნი
ხატსა მლოცველნი
ღვთისა რჩეულნი
ეშმაკთ წყეულნი
ბოროტის მკვლელნი
სიკეთის მცველნი
ვინ არს თუ არა
ქართველი ერი?

სტუმრის მოყვარე
მტრისა მოძულე
მოყვრისა მყვრობი
ძმისა მძმობი 
დისა მდობი
მეგობრის მნდობი
ვინ არს თუ არა
ქართველი ერი?

ყოვლის მპყრობელნი
ქეყნის დამცველნი
ყოვლის დამთმენი 
რწმენის დამცველნი
ვინ არს თუ არა
ქართველი ერი?

უშიშარნი და ძლიერნი 
თავმდაბალნი და მაღალნი
ვაჟკაცნი სახელოვანნი 
სიკეთის მქმნელნი
ბოროტის მკვლელნი
ვინ არს თუ არა
ქართველი ერი?

აი თურმეო რანი ვიყავით 
გაგიკვირდებათ ალბათა ბევრსა
ასე გვიცნობდნენ ჩვენ ჩემო ძმებო
ასე იცოდნენ რანიც ვიყავით

რანი ვართ?

უფლისა მგმობნი 
ჯვრის მაწყევარნი
ხატის მდურავი
ეშმაკის მცველნი
ღვარძლის მთესველნი
ბოროტს მომკელნი
აი რანი ვართ ქართველი ერი

პარვით განთქმულნი
ქვეყნის მტოვები
ფულის მფლანგავნი
ფიცის გამტეხნი
მაგინებელნი 
ბილწ მოსიტყვენი
აი რანი ვართ ქართველი ერი

ამპარტავანნი და ქვე მძრომელები
სიმართლის მკვლელნი 
ბოროტის მცველნი
აი რანი ვართ ქართველი ერი

ჩემო და ძმებო ჩემო ქართველნო
ნუთუ არ გესმით ტკივილი ქვეყნის
ნუთუ ვერა გრძნობთ სიმძიმეს ცოდვის
ნუთუ არ დარჩა ღვთისა ხატება 
ნუთუ გამქრალა სიკეთის კვალი
ნუთუ ეს არის ქართველი ერი?!

რანი ვიქნებით?

რანიც ვიყავით რანიცა ვართ 
ეს ხომა უკვე გითხირით მე თქვენ
რანიც ვიქნებით ამასაც ვნახავთ 

ღმერთმა კი იცის რაც გველოდება
მაგრამა უნდა არჩევანი ჩვენ გავაკეთოთ
მე მოგიწოდებთ ჩემო ქართველნო 
რომ შეიყვაროთ ღმერთი უფალი
რომ შეიყვაროთ თქვენი ქვეყანა
რომ შეიყვაროთ თქვენი ენა
რომ შეიყვაროთ თქვენ ერთმანეთი
და ყველაფერი კარგად იქნება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი