Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_nehp3ojq3mqr4ha8k891n97j1s, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
შენ კი... - ლუკა გაბიდაური | პოეზია

შენ კი...


ესე ვიტყვი...
 ლექსად ავღწერ ამას,
გულის სიღრმედ მომიმატე ფერი,
შოთას დავწერ რომ უძღვნიდა თამარს,
ლექსად შევთხზავ გალაკტიონს "მერი"

ლეგენდასაც გავიხსენებ...  უშბის,
თეთრულას ხომ დღესაც თვალწინ ელის,
სული არის შენაერთი გუბის,
მათ სიყვარულს დღესაც მთები მღერის...

ფილმებსაც კი გავიხსენებ კარგო,
ნამეტნავად შეყვარებულ გმირებს,
რომ კითხავენ "სიყვარულმა გარგოთ?"
შერეკილად ცის აბავენ სიმებს,

სიმღერებსაც გავიხსენებ...
ბგერებს...
სიყვარულზე რამდენია იცი?
ნოტის ზვაში იმ ჩაძირულ გემებს,
მათ სიყვარულს ვერ გაარღვევს ფიციც...

შენ კი...
შენ კი აგღწერ სავსე გრძნობით ხვეულს,
გონებაში წაუშლელო დარდო,
ემოციით გადარეულ სხეულს,
შენზე მეტი არვინ მინდა კარგო...



                                                     ლ.გაბიდაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი