სიზმარი
სიზმარი ვნახე რომ ვიყავი გზად, ღმერთის შესვლაა წმინდა მიწაზე , მე კი თვალები ვიქციე ბზად, და დავუფინე თითქოს ვიცავდე სირცხვილის გრძნობა ნამუსს მიწვავდა კვლავ გავაგრძელე სინდისით თრობა, სიბოროტესგან ღმერთი მიცავდა არ დამაცადა თვალებით ბზობა... და მეც ავიღე თვალები მიწიდან, დაბრმავებული ვერაფერს ვხედავდი, უკანასკნელი ბნელი სივრციდან ცრემლის შეწყვეტას ვერ გავბედავდი... ლ.გაბიდაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი