ფანქრები


გზად რომ ვხატავდი ნახატებს,
შავს დავაქციე ფერები,
მზე რომ ნათელით დახარბდეს 
მთვარეს ვაძლიე ბგერები

მაგრამ მომიკლეს სამყარო
კვლავ გამიფუჭეს ნახატი,
გადამიტეხეს ფანქრები
ფერები რომლითაც ვხატავდი

მუზა ამივსეს ბნელი ფიქრების,	
მოტივაცია მომიკლეს სრულად,
არ დამაცადეს წარმოთქმა სიტყვების
ცილი დამწამეს, "ბინძურო სულად"...

მაგრამ ვიპოვე ისევ ნათება
ცხოვრების ლაღი ფერების სახით,
კვლავაც ფანქრები დამემატება
არ შევშფოთდები არც ერთი მახით..

ისევ გავთალე ფერადი ფანქრები,
კვლავ დამიბრუნდა სიცოცხლის რწმენა,
და როგორც ბავშვი, ცხოვრების თავდებით 
თავიდან დავიწყე, ავიდგი ენა...

კვლავ გავაგრძელებ ფერებით ხატვას
სულ რომ მიხევდნენ დრო და დრო ნახატს 
ფანქრებს შევიძენ თუნდაც რომ ნახმარს 
არ შევშინდები, დავხატავ ახალს...



    ლ.გაბიდაური

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლამაზი გოგო პრიცესა პოეტი1 თვის წინ

მაგარი ლექსია 😊😊😊

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი